გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
გამტარების მიმდევრობითი და პარალელური შეერთება
სწავლების საფეხური
მე-10 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში  ირიცხება  12  მოსწავლე. განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  არ არის.
მიზანი
  • არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს, ასაბუთებს არჩევანს;
  • ავლენს უსაფრთხოების წესების ცოდნას ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარებისას, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტრული ხელსაწყოების მოხმარებისას;
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.
·         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას და/ან გაზომვებს, იღებს სარწმუნო მონაცემებს;
·         გეგმავს და ატარებს საკონტროლო ცდას;

გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალურია საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან გამომდინარე.ეს გაკვეთილი მოსწავლეებს გამოუმუშავებს საჭირო უნარ ჩვევებს,დაეხმარებათ შეძენილი ცოდნის რეალიზებაში,ფიზიკური ფორმულებისა და დამოკიდებულების სწორად გამოყენებაში
ესეგ მისაღწევი შედეგები
 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და ეტაპები.
 მოსწავლეს შეუძლია კვლევის პროცესის წარმართვა
 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
გამოთქვამს მოსაზრებას /ვარაუდს,
იყენებს შესაბამის აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას.აწარმოებს დაკვირვებას.
. აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნას
. ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს


კავშირი საგნებთან
ისტი
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმ  უნდა  იცოდნენ   ელექტრული  პარამეტრების:  დენის ძალის, ძაბვის  და  წინაღობის  ურთიერთ დამოკიდებულებები. უნდა შეეძლოთ  ამ  სიდიდეების  სწორად  გამოთვლა  და  მირებული  შეეგების ანალიზი.
რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული, საწერკლამი,კომპიუტერი, პროექტორი.სადენები, გამტარები, ჩამრთველ-ამომრთველი, დენის წყარო. ამპერმეტრი. ვოლტმეტრი.
გაკვეთილის მსვლელობა

დავყოფ კლასს ჯგუფებად
ჯგუფებს მაგიდებზე დახვდებათ სქემები,რის მიხედვითაც,შესაბამისი
ინსტრუქციის მიცემის შემდეგ ააწყობენ წრედებს

ექსპერიმენტების შედეგების პრეზენტაცია
·  მოსწავლეებს მივცემ დვალებას. გულდასმით წაიკითხონ  სახელმძღვანელოში მოცემული ექსპერიმენტების აღწერა და ჩაატარონ
ექსპერიმენტები.
.ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ  ცდის შედეგები შეიტანონ შესაბამის ცხრილში
.გაანალიზონ ცდის შედეგები  და გამოიტანონ დასკვნა.
სლაიდის ჩვენება   10 წთ.
 დისკუსია        10 წთ.
დისკუსია წარვმართავთ შემდეგი დამხმარე კითხვებით:
) სხვადასხვაა თუ არა დენის ძალა წრედის ცალკეულ
უბანზე გამტარების მიმდევრობით შეერთებისას.
(პასუხი: წრედის ცალკეულ უბანზე დენის ძალა ერთი და
იგივეა
) რა მოხდებოდა დენის ძალა ცალკეულ უბნებზე
სხვადასხვა რომ იყოს?
(პასუხი: დენის ძალა ცალკეულ უბნებზე სხვადასხვა რომ
იყოს, მოხდებოდა მუხტების დაგროვება წრედის რომელიმე
წერტილში.)
)რისი ტოლია ძაბვა მთელ წრედში?
(პასუხი: ძაბვა მთელ წრედში ტოლია თითოეულ უბანზე
ძაბვების ჯამისა.)
) ომის კანონის გამოყენებით გამოსახე ძაბვა მთელ
წრედში და ცალკეულ უბნებზე.
) რისი ტოლია მთელი წრედის წინაღობა მიმდევრობით
შეერთებისას.
) რა კავშილრი არსებოსბ მიმდევრობითი შეერთებისას
ძაბვევსა და წინაღობებს შორის.
(პასუხი: ძაბვა თითოეულ გამტარზე მათი წინაღობების
პროპორციულია.)
) რომელი ფორმულით გამოითვლება წინაღობა გამტარების
მიმდევრობითი შეერთებისას, თუ წრედი შედგება n
გამტარისაგან.
) განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან თითოეულ
გამტარზე მოდებული ძაბვა გამტარების პარალელური
შეერთებისას.
(პასუხი: პარალელური შეერთებისას ძაბვა ყველა გამტარის
ბოლოებზე ერთი და იგივეა.)
) რა კავშირი არსებობს წრედის არაგანშტოებულ ნაწილში
და თითოეულ გამტარში დენის ძალის სიდიდეებს შორის.
(პასუხი: დენის ძალა წრედში ტოლია პარალელურად
შეერთებულ თითოეულ გამტარში გამავალი დენის ძალების
ჯამისა.)
) ომის კანონის გამოყენებით გამოსახე დენის ძალა მთელ
წრედსა და ცალკეულ უბნებში.
) რა დამოკიდებულება არსებობს თითოეულ გამტარში
დენის ძალასა და წინაღობებს შორის?
) რომელი ფორმულით გამოითვლება წრედის სრული
წინაღობა პარალელური შეერთებისას.
ამ დისკუსიის საშუალებით მოვახდენ მოსწავლეთა ფოკუსირებას თემაზე და წინარე ცოდნის გააქტიურებას.


მოსწავლეებს  მივცემ  ახლად  შეძენილი  ცოდნის  რეალიზების საშუალებას (მოკლე პრეზენტაციის სახით)

საშინაო დავალების მიცემა

შეფასება
აქტიურობის, ჩართულობის, ექსპერიმენტში  მონაწილეობის და დასაბუთებული მსჯელობის მიხედვით. /გვაქვს შეფასების რუბრიკა/


Комментариев нет:

Отправить комментарий