პროექტი

პროექტის სათაური
როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია?
პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლეებმა უნდა გაიგონ თუ რატომ არის საჭირო ელექტროენერგიის დაზოგვა და როგორ უნდა დავზოგოთ ელექტროენერგია.
პროექტის აქტუალობა
გამოუმუშავდებათ სოციალური უნარჩვევები (კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის დროს), რესურსების ორგანიზება, ცოდნის მობილიზება, შინაგანი მოტივაცია, თანამშრომლობითი უნარჩვევები.
პროექტის მიზნები
ანალიტიკური,შემოქმედებითი და კვლევითი უნარჩვევების განვითარება. მოსწავლეებმა უნდა მოახდინონ ელექტროენერგიის დაზოგვის ალტერნატიული გზების ძიება და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი
14-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა

ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა, თანაკლასელთა სასწავლო პროექტების გაანალიზება და შეფასება. აგრეთვე სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების,იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო, ინტერნეტი,შეხვედრები ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან, ბუნების დამცველებთან და აგრეთვე მეცნიერებთან, რომლებიც მუშაობენ ელექტროენერგიის დაზოგვის პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1. ჯგუფებად დაყოფა
მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად
თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება . ისინი მითითებულ დავალებებთან დაკაშირებით ინფორმაციას მოიძებენ ინტერნეტში,სახელმძღვანელოში, ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულ პირებთან.
ჯგუფებს ეძლევა შემდეგი დავალებები:

·        დაათვალიერეთ ელექტრომრიცხველი და გაარკვიეთ მისი მუშაობის პრინციპები
·        გამოთვალეთ ერთი დღის განმავლობაში დახარჯული ელექტროენერგიის სიდიდე და მისი შესაბამისი ღირებულება.შეეცადეთ, მომდევნო დღეს შეამციროთ ელექტროენერგიის დანახარჯი: გამორთეთ ქსელიდან ყველა ის ელქტრომომხმარებელი, რომლებსაც მოცემულ მომენტში არ იყენებენ. დღის ბოლომდე დარწმუნდებით, რომ არცთუ ცოტა ელექტროენერგიის ეკონომია შეძელით.
·        გამოთვალეთ მთელი თვის განმავლობაში ამგვარად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასური და კარგად დაფიქრდით, წაადგება თუ არა ასეთი ყოველდღიური ექსპერიმენტი თქვენი ოჯახის ბიუჯეტს.

აქტივობა 2. მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება და წარმოდგენა  პრეზენტაციის სახით.
აქტივობა 3. პერიოდულად პოსტერების ან  სლოგანების მომზადება და გამოკვრა ფოიეში თვალსაჩინო ადგილზე. და კლასებში პოსტერების გამოკვრა.
აქტივობა 4. კითხვარი  როგორ მოვიხმართ ელექტრო ენერგიას. ვზოგავთ თუ არა ელექტრო ენერგიას?
აქტივობა 5. გამოკითხვა კითხვარის საშუალებით.
აქტივობა 6. კითხვარის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა ბლოგზე.
აქტივობა 7.პლაერების მომზადება დაგავრცელება თემაზე
აქტივობა 8. გამოფენა -პრეზენტირება
პროექტის განხორციელებისას შექმნილი პროდუქტების.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგთან კავშირი:
ისტი, მათემატიკა. ფიზიკა
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ნათია ზარქუა
ხელმძღვანელის ელფოსტა:
natiazarqua1@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი
http://natiazarqua1.blogspot.com

3 комментария:

  1. ყოჩაღ ნათი, წარმატებები! ძალიან მომწონს შენი პროექტი, მისი განხორციელებით ნამდვილად საჭირო და სასარგებლო საქმეს გააკეთებ. წარმატებები! :)

    ОтветитьУдалить
  2. ყოჩაღ ნათი, წარმატებები! ძალიან მომწონს შენი პროექტი, მისი განხორციელებით ნამდვილად საჭირო და სასარგებლო საქმეს გააკეთებ. წარმატებები! :)

    ОтветитьУдалить
  3. ნიჭიეეეერრრრრრრრრრრ

    ОтветитьУдалить